ქუთაისის უნივრსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ საერთაშორისო მონაცემთა ბაზის Asian Science Citation Index (ASCI) Master Journal List-ში განათავსეს (ascidatabase.com). ჟურნალი უახლოეს მომავალში გაივლის ინდექსაციას.
ASCI-მონაცემთა ბაზა ფართოდ არის აღიარებული, როგორც სამეცნიერო კვლევის წამყვანი პლატფორმა. „ეკონომიკური პროფილის“ (www.economicprofile.org) ჩართვა ხაზს უსვამს მის აკადემიურ მნიშვნელობას და წვლილს შესაბამის სფეროში.
ინდექსაციის შედეგად მიღებული აღიარება უდავოდ გააძლიერებს ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის ხილვადობას და გავლენას.