ქუთაისის უნივერსიტეტს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ქებულაძემ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს.
სტუმრებმა სამართლის სპეციალობის პირველკურსელებს საჩუქრად ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელო - "კონსტიტუციური სამართალი“ გადასცეს.