ქუთაისის უნივერსიტეტის დელეგაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმზე - "ჩინეთი-ევრაზია ექსპო 2023" წარდგა.
ჩინეთის განათლების სამინისტროსა და სინძიანის ავტონომიური რეგიონის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩინეთი-ევრაზია ექსპო 2023 - საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმი თემაზე - "საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავება და უკეთესი მომავლის დანერგვა" გაიმართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტებისა და საჭიროებების განხილვა და მსოფლიოში მიმდინარე იმ ტენდენციების გაცნობა, რომლებიც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების, ხარისხის გაუმჯობესებასა და ინსტიტუციური ეფექტურობის ზრდას.
საგანმანათლებლო ფორუმში წარმოდგენილი იყო ქუთაისის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის რექტორის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სახით.
ფორუმზე პრეზენტაცია წარმოადგინა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და ისაუბრა სამედიცინო განათლების თანამედროვე გამოწვევებზე საქართველოში, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.