ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრები გამართა.
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ელექტრონული საძიებო სისტემისა და ელექტრონული ბაზების შესახებ ისაუბრა.
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ელექტრონულ-სამეცნიერო ბაზებში მიმდინარე სიახლეებსა და მათში წიგნისა თუ სტატიის რესურსების მოძიების ინსტრუქციას გაეცნენ.
საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.