“ქუთაისის უნივერსიტეტსა” და “დაუგავპილსის უნივერსიტეტს” (ლატვია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„დაუგავპილსის უნივერსიტეტი“ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც ლატვიურ, ისე ინგლისურ ენაზე, უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ახორციელებს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სიცოცხლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც ყოველწლიურად შესაბამისი დარგობრივი მიმართულებებით სამეცნიერო ჟურნალებს აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ დაუგავპილსის უნივერსიტეტი 1921 წელს დაარსდა და ის ლატვიის უდიდეს რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს.