ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე: "მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები სტუდენტთა ცხოვრებაში" გაიმართება.
მომხსენებელი - მედიცინის დოქტორი ნინო ფანჩულიძე; პირველი დახმარების ტრენერი (TOT); NLP ფსიქოთერაპევტი; სოციალური მედიის მენეჯერი "DAO"-ში; ფსიქო-სოციალური განვითარების ცენტრის "DAO"-ს თანადამფუძნებელი.
ადგილი - ქუთაისის უნივერსიტეტი, მე-2 სართული, 201 ოთახი, სამკითხველო დარბაზი
დრო - 14:00. 2024 წლის 18 იანვარი