ქუთაისის უნივერსიტეტსა და სს მისო "ლაზიკა კაპიტალს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ, მათ შორის საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობას.
მემორანდუმის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან "ლაზიკა კაპიტალში".