“ქუთაისის უნივერსიტეტსა” და “მეჯიმურჯეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს ჩაკოვეცში” (ხორვატია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები გადაიდგა და 2024 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა. წარტმატების შემთხვევაში, 2024-2025 აკადემიური წლიდან სტუდენტებისა და პერსონალის სრულად დაფინანსებული ორმხრივი საერთაშორისო მობილობა გახდება შესაძლებელი.
მეჯიმურჯეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ჩაკოვეცში, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის რიგით მეორე პარტნიორი უნივერსიტეტია ხორვატიაში, უზრუნველყოფს ხარისხიან და ეფექტურ განათლებას და ეფუძნება მთელი სიცოცხლის მანძლზე სწავლის კონცეფციას. პასუხილმგებლობით ეკიდება და აღიქვამს ცოდნას, როგორც საზოგადოებრივ კეთილდღეობას, მობილურობასა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას, როგორც საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს.