„ქუთაისის უნივერსიტეტსა“ და „კორჩაკის უნივერსიტეტს“ (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ „კორჩაკის უნივერსიტეტი“ ერთ-ერთი უძველესი კერძო უნივერსიტეტია პოლონეთში, რომელიც სტუდენტებს შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებულ ინტერდისციპლინურ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.
„კორჩაკის უნივერსიტეტი“ ქუთაისის უნივერსიტეტის რიგით მერვე პარტნიორია პოლონეთში.