„ქუთაისის უნივერსიტეტსა“ და „სტამბულის გელიშიმის უნივერსიტეტს“ (თურქეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„სტამბულის გელიშიმის უნივერსიტეტი“ გამოირჩევა თურქეთის რესპუბლიკის მასშტაბით ყველაზე მეტი საერთაშორისოდ აკრედიტირებული პროგრამით, რითაც მსოფლიო ყურადღებას იპყრობს.
აღსანიშნავია, რომ „სტამბულის გელიშიმის უნივერსიტეტი“ ფლობს სასწავლო-კვლევით კომპლექსს, რომელიც 140-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიას აერთიანებს.