ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ფაკულტეტის დეკანმა შემოდგომის სემესტრი შეაჯამა.
აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა მიმდინარე სემესტრში დაგეგმილ აქტივობებთან და მარეგულირებელ დოკუმენტებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიიღო ინფორმაცია.
საინფორმაციო შეხვედრებს ყოველსემესტრული ხასიათი აქვს.