ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანს ლექტორებისთვის 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ სალექციო და საგამოცდო პროცესებზე, აკადემიურ კალენდარს და სტუდენტებთან აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ სასწავლო კურსებში განსახორციელებელ ცვლილებებსა თუ არსებული პრაქტიკების გაზიარებაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის მონაწილეები უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებსა და სხვა სიახლეებს გაეცნენ.