ქუთაისის უნივერსიტეტის სიმულაციური ცენტრის ბაზაზე, მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგი Anatomage Tablet Workshop გაიმართა.
ანატომაჟი არის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგია 3D ვიზუალიზაციის ეფექტით, რომელიც მიღებულია მსოფლიოს მრავალი წამყვანი სამედიცინო სკოლისათვის.
ტრენინგს "ევროპის უნივერსიტეტის" სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა დოლიძე უძღვებოდა.
თეორიულ კურსთან ერთად, სწავლების პერიოდში, აქტიურად იქნა გამოყენებული უახლესი მოდელის ანატომაჟის პლანშეტები, რამაც პერსონალის პროცესში ჩართულობა და ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ანატომაჟის გამოყენება ეფექტურად შეიძლება არამხოლოდ ანატომიის სასწავლო კურსში, არამედ რადიოლოგიისა და ფიზიოლოგიის მიმართულებით სწავლების პროცესშიც.