ქუთაისის უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა და პროგრამის ხელმძღვანელმა სტუდენტებთან უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივი რეგულაციებზე, სწავლის საფასურის გადახდის წესებზე, სხვადასხვა გაცვლითი და სასტიპენდიო პროგრამებსა და ექსტრა-კურიკულურ აქტივობებზე ისაუბრეს.
ფაკულტეტის ადმინისტრაციამ 2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი შეაჯამა და სტუდენტებისგან უკუკავშირი მიიღო.