“ქუთაისის უნივერსიტეტსა” და „ვილნიუსის ბიზნესის კოლეჯს“ (ლიეტუვა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„ვილნიუსის ბიზნესის კოლეჯი“ სტუდენტებს სთავაზობს მათზე მორგებულ სასწავლო გარემოს, სწავლების ინოვაციური და პრაქტიკებზე დაფუძნებულ მეთოდებს.
სწავლების ინოვაციური მეთოდები არა მხოლოდ სტუდენტების აკადემიური უნარების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, არამედ კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო შრომითი ბაზრისთვის.
”ვილნიუსის ბიზნეს კოლეჯი“ აგრძელებს განათლების სრულყოფილების სტანდარტების დაწესებას, სთავაზობს სტუდენტებს ზრდისა და წარმატების მუდმივ შესაძლებლობებს.