19, 20 და 21 მარტს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ქუთაისის უნივერსიტეტში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ტრენინგების სერია გამართა.
მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების, მოქალაქეთა ჩართულობის ფორმების, ადვოკატირების და მონაწილეობით ბიუჯეტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა ახალგაზრდების საჭიროებების იდენტიფიცირება მოახდინეს და ამ პრობლემების გადაჭრისთვის ინიციატივები შეიმუშავეს.
პროექტი "ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.