მარიამ რობაქიძე, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცენტრის ხელმძღვანელი "ერაზმუს+" საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორვატიაში, PAR საუნივერსიტეტო კოლეჯში იმყოფებოდა.
International Staff Week-ის ფარგლებში, მას შესაძლებლობა მიეცა ქუთაისის უნივერსიტეტი PAR საუნივერსიტეტო კოლეჯის ადმინისტრაციისთვის, სტუდენტებისთვის და კვირეულის ფარგლებში მოწვეული დელეგაციისთვის გაეცნო.
შეხვედრებს ესტონეთისა და უკრაინის უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
ქუთაისის უნივერსიტეტი ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში თანამშრომლობს 21 ქვეყნის 61 უნივერსიტეტთან.