5 აპრილს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ რობაქიძემ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდათ იმ სერვისებზე, რომლებსაც სთავაზობს სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა ცენტრი.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტთა ინტერესების დადგენა, რომლის შესაბამისადაც დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები- სპორტული თუ კულტურული შინაარსის, კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული და სხვა ექსტრაკურიკულური აქტივობები.