ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვისტულას უნივერსიტეტში იმყოფებოდა

ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვისტულას უნივერსიტეტში იმყოფებოდა

ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქრისტინე ჭოხონელიძე "ერაზმუს+" საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ვარშავაში, ვისტულას უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

მდგრადი განვითარების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მან პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი ვისტულას უნივერსიტეტის კოლეგებსა და დოქტორანტებს შეხვდა და დაგეგმილი ლექციები ჩაატარა.

"ერაზმუს+" საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ქრისტინე ჭოხონელიძემ კოლეგებს ქუთაისის უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.