ქუთაისის უნივერსიტეტში "სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024” დაიწყო.
პირველ მაისს პროექტში ჩართული სტუდენტების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გასული წლის პროექტის მონაწილეებმა პრეზენტაციების სახით განხორციელებული პროექტები წარადგინეს და სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, რაც ახალგაზრდებს დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში დაეხმარებათ.
შეხვედრას პროექტის კოორდინატორი იმერეთის მხარეში თინათინ მეფარიშვილი უძღვებოდა.
პროექტი “სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024” სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია CELA-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.