ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში პოსტერების კონკურსი თემაზე -

ქუთაისის უნივერსიტეტში პოსტერების კონკურსი თემაზე - "პლაგიატის პრევენცია" ცხადდება

"აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეულის" ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს თემაზე "პლაგიატის პრევენცია".

კონკურსში მონაწილეობა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ.

კონკურსის მიზანია სტუდენტებში პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გაცნობა.

პოსტერი შესაძლებელია შესრულებული იყოს თეთრი თაბახის ფურცელზე და ფერადი მარკერების/ფანქრების/ აკრილის ან  Adobe Illustrator-ის  გამოყენებით.

პოსტერის ფორმატი: A3 (PDF)

პოსტერი უნდა იყოს ორიგინალი (პლაგიატის შემთხვევაში პოსტერი მოიხსნება კონკურსიდან).

გამარჯვებულები (I, II და III ადგილის მფლობელები) სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ყველა მონაწილეს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პოსტერების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2024 წლის 17 მაისი.

პოსტერის წარდგენა შესაძლებელია მითითებულ ელფოსტაზე: [email protected] (Subject-ში მიუთითეთ "პოსტერების კონკურსი - თქვენი სახელი და გვარი").