ქუთაისის უნივერსიტეტში სამართლის პროგრამის ხელმძღვანელისა და ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" თანამშრომლობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილი საინტერესო პრაქტიკული აქტივობით განახორციელეს.
ნიუტონის კანონებზე დაყრდნობით იმიტირებული სასამართლო პროცესი "ხახუნის ძალაზე" ჩაატარეს.
იმიტირებული სასამართლოს ვერდიქტის შედეგად ხახუნის ძალა უდანაშაულოდ ცნეს.
მოსწავლეების მომზადებას ორგანოზებას ფიზიკის პედაგოგი ირმა ბოგვერაძე უწევდა.
იმიტირებულ სასამართლო პროცესს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკუტეტის დეკანი, სტუდენტები, სკოლა პროგრესის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კილაძე, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.