დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტი პარტნიორებისთვის ტრენინგს თემაზე “SMART მიზნები და SWOT ანალიზი” გამართავს.
შეხვედრას ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეონა გრიგოლაშვილი გაუძღვება.
ჩატარების დრო: 28 მაისი, 13:00 სთ
ხანგრძლივობა: 1 სთ
ადგილმდებარეობა: ქუთაისის უნივერსიტეტი, წერეთლის ქუჩა, 13 ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი