ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანტონ სინატაშვილი "ერაზმუს+" საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში პოლონეთში, პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
მობილობის ფარგლებში, იგი პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტს ესტუმრა, დაათვალიერა საბიბლიოთეკო სივრცე და შეხვდა კოლეგებს.
“ვიზიტის ფარგლებში, ვესტუმრე უძველეს საკათედრო ბიბლიოთეკას, სადაც განთავსებულია წიგნთა საცავი, რომელიც 300 წელზე მეტია არსებობს. მიღებულმა შთაბეჭდილებამ გაამდიდრა ჩემი პროფესიული გამოცდილება" - აცხადებს ანტონ სინატაშვილი.