ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მალხაზ ძაძუა "ერაზმუს+" საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში პოლონეთში, ვროცლავის ბიზნეს უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
პროგრამა მრავალი სახის სასწავლო-შემეცნებითი კომპონენტით იყო დატვირთული.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ლექციები და ტრენინგები შემდეგ თემებზე:
ვროცლავის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსის სტუდენტებისათვის მალხაზ ძაძუამ ლექცია თემაზე "ადამიანური კაპიტალის მართვა" ჩაატარა.
პროგრამის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები და დისკუსია გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის აკადემიურ პერსონალთან (პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, დანია, პორტუგალია, საბერძნეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი).
შეხვედრები აკადემიური კომპეტენციების ზრდას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალი კონტაქტების დამყარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.