23 მაისს ქალაქ კიევში პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის ორგანიზებით IX საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ინოვაციური ეკონომიკის, მენეჯმენტისა და განათლების განვითარება ახალ სოციალურ რეალობაში" გაიმართა.
ქუთაისის უნივერსიტეტი აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო.
საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორები შიდა უსაფრთხოების უმაღლესი სკოლა ლოძში (Wyższa Szkoła BezpieczeństwaWewnętrznego w Łodzi), ბიდგოშჩის ეკონომიკური უნივერსიტეტი (Wyższa Szkoła Gospodarki, Bydgoszcz), ჩესტოხოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლიტექნიკა ჩესტოხოვსკა) და გამოყენებითი მეცნიერებათა აკადემია WSHIU (wcześniej Wyższa Szkoła Handlu i Usług w Poznaniu) იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პერსონალის მართვის რეგიონთაშორის აკადემიასთან პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქუთაისის უნივერსიტეტმა გასულ წელს გააფორმა.
აკადემიის მკვლევრები გასულ წელს ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
ქუთაისის უნივერსიტეტის სახელით კონფერენციის მონაწილეებს ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გოჩა უგულავა მიესალმა და მის შემდგომ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.