ქუთაისის უნივერსიტეტში "სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024” გრძელდება
“სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024”-ის ფარგლებში, ტრენინგი თემაზე - “სტუდენტთა პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარება" გაიმართა.
შეხვედრას USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის იურისტი ანა შალამბერიძე უძღვებოდა.
ტრენინგზე შემდეგი თემები იქნა განხილული:
- განათლება და პროფესიული ზრდის კურსები
- კომუნიკაცია
- პრაქტიკული უნარ-ჩვევები
- CV და მოტივაციის წერილის შედგენის ტექნიკები
- შრომითი უფლებები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით
- შრომითი ურთიერთობის დაწყება და დასრულება, გაფიცვის უფლება და შრომითი ურთიერთობის შეჩერება.