ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" იწყება

ქუთაისის უნივერსიტეტში ჟან მონეს მოდულის ფარგლებში რიგით მეორე ზაფხულის სკოლა "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" იწყება.


ზაფხულის სკოლაში შემდეგი თემები იქნება განხილული: ციფრული ეკოსისტემები და პლატფორმები; მომავლის ტექნოლოგიები: ხელოვნური ინტელექტი; ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის შესაძლებლობების გამოყენება კერძო კომპანიების ფინანსების მართვაში; ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოს  ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში; რეგიონალური შრომის ბაზრის შესაძლებლობები ციფრულ ეკონომიკაში;

პროექტში მონაწილეობის მიღება სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს და თემატიკის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ.


ჟან მონეს მოდულის პროექტის "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" მიზანია ხელი შეუწყოს ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას სხვადასხვა სფეროში საქართველოში სტუდენტების, აკადემიური წრეების და პროფესიული ჯგუფების ჩართულობით.

მოდული ევროკავშირის ციფრული სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ზაფხულის სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები  გადაეცემათ.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: სარეგისტრაციო ფორმა