ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის სოფიო ყუბანეიშვილის ინიციატივით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მოკლევადიან სტაჟირებას სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროში გადიან.
სტაჟირებას იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს უფროსი ესმა ნორაკია ხელმძღვანელობს.
სტუდენტები სტაჟირების პერიოდში ქუთაისის ბიუროს ადვოკატების დახმარებით იურიდიული პრაქტიკის პირველ ნაბიჯებს გაეცნობიან.