2024 წლის 2 ივნისს თბილისის „ალტე” უნივერსიტეტში საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩინური ენის მე-17 მსოფლიო კონკურსის "ჩინური ხიდის“ ფინალური ეტაპი გაიმართა.
ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასის მოსწავლეებმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასის მოსწავლეები აღნიშნულ ღონისძიებაში პირველად მონაწილეობდნენ.
პირველი ადგილი კონფუცის კლასის მოსწავლე არჩილ კანდელაკმა მოიპოვა, რომელიც საქართველოს საშუალო სკოლის მოსწავლეების წარმომადგენელი, ჩინური ენის მე-17 მსოფლიო კონკურსის "Chinese Bridge" ფინალში იქნება.
ფინალი 2024 წლის ბოლოს ჩინეთში გაიმართება.
საპატიო მეორე ადგილი მარიამ ახალაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ლიზი ტყაბლაძე და ვერონიკა ტყეშელაშვილი გავიდნენ.
ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის სკოლის მასწავლებლებს იან ჰუიჟენსა და ვენ ნინგს საპატიო წოდება "შესანიშნავი ინსტრუქტორები“ მიენიჭათ.
ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასის ფუნქციონირებას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ უმაღლესი შეფასება მიანიჭა და წარმატება უსურვა.
ქუთაისის უნივერსიტეტი და კონფუცის კლასი ულოცავს სტუდენტებს მიღწეულ შედეგებს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს.