ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სტამბულის გელისიმის უნივერსიტეტი ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციათა სერიას მასპინძლობს

სტამბულის გელისიმის უნივერსიტეტი ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციათა სერიას მასპინძლობს

ქუთაისის უნივერსიტეტი დიპლომირებული მედიცინის პროგრამის სტუდენტებს სტამბოლის გელისიმის უნივერსიტეტთან (თურქეთი) თანამშრომლობით საერთაშორისო სასწავლო გამოცდილებას სთავაზობს.

გელისიმის უნივერსიტეტის პროფესორები 10 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით ქუთაისის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის სტუდენტებისთვის 5 ლექციას გაუძღვებიან, თითოეული საქართველოს დროით 19:00 საათზე (GMT+4) წარიმართება. დასწრების შემთხვევაში სტუდენტები ინგლისურენოვანი სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.

ლექციებზე წვდომა შესაძლებელი იქნება განმეორებადი Zoom ბმულის საშუალებით, რომელიც მხოლოდ რეგისტრირებულ სტუდენტებს მიეწოდებათ. სარეგისტრაციოდ სტუდენტებს ვთხოვთ, მიჰყვნენ შემდეგ ბმულს - სარეგისტრაციო ფორმა

ლექციათა დღის წესრიგი:

10 ივნისი, 19:00 საათი

პროფესორი, დოქტორი ბერკ ეფე ალტინალი

"ბიოფსიქოსოციალური მიდგომა სტრესის მართვის მიმართ: მექანიზმის გაგება და მდგრადობის გაზრდა"

11 ივნისი, 19:00 საათ

პროფესორი, დოქტორი ჰინა ზაჰური

"ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა ჯანდაცვის სფეროში"

12 ივნისი, 19:00 საათ

პროფესორი, დოქტორი ნასირ მუსტაფა

"ნეიროანატომია"

13 ივნისი, 19:00 საათ

პროფესორი, დოქტორი უილიამ მოსიერი

"პოსტტრამვული სტრესული აშლილობა: დიაგნოზი და მკურნალობა"

14 ივნისი, 19:00 საათ

პროფესორი, დოქტორი ფატმა სილა აიანი

"დაბერების სამყარო და მულტიდისციპლინური ჯანდაცვის ინტერვენციები გერონტოლოგიური მიდგომით"

ქუთაისის უნივერსიტეტი ელის სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას ამ საინტერესო საგანმანათლებლო ონლაინ ლექციათა სერიაში. მსგავსი ინიციატივებით ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს უქმნის სწავლის მრავალფეროვან საერთაშორისო შესაძლებლობებს.


ბოლო სიახლეები