ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში

ქუთაისის უნივერსიტეტში "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის“ მიმდინარეობს

ქუთაისის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის“ მიმდინარეობს.

11-17 ივნისს სტუდენტებისთვის სხვადასხვა თემაზე შეხვედრები და ვორქშოპები ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობით გაიმართება.

კვირეულის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, სამეცნიერო ნაშრომის და სამეცნიერო კვლევითი პროექტების მომზადების ეტაპების გაცნობა, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა.

შეხვედრები ჩატარდება როგორც უნივერსიტეტის კამპუსში, ასევე ონლაინ (ზუმის პლატფორმის გამოყენებით).

ყველა სტუდენტს, ვინც დაესწრება სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ვორქშოპებს, გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი.

დაგეგმილი შეხვედრების განრიგი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში: სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2024

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: [email protected]ზე.