ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

„ქუთაისის უნივერსიტეტი“ „TIMES HIGHER EDUCATION IMPACT RANKINGS 2024“ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგშია

„ქუთაისის უნივერსიტეტი“ „TIMES HIGHER EDUCATION IMPACT RANKINGS 2024“ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგშია

„ქუთაისის უნივერსიტეტი“ პრესტიჟული სარეიტინგო ბაზის - Times Higher Education (THE) Impact Rankings-ის მსოფლიოს 125 ქვეყნიდან გამოვლენილი საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების 2024 წლის გამოშვებაში მოხვდა.

Times Higher Education ყოველწლიურად აქვეყნებს უნივერსიტეტების საერთო რეიტინგს და ასევე მდგრადი განვითარების 17 მიზნისთვის შესაბამის ცხრილს, სადაც ნაჩვენებია უნივერსიტეტების პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით.

2024 წლის გამოშვებაში „ქუთაისის უნივერსიტეტი “საერთო რეიტინგით საქართველოში მეოთხე ადგილს იკავებს. მსოფლიოს მასშტაბით კი „ქუთაისის უნივერსიტეტი“ 1501+ ადგილზეა და მდგრადი განვითარების ხუთ კატეგორიაში შემდეგ პოზიციებზეა წარმოდგენილი:

SDG 4: ხარისხიანი განათლება / Quality Education (1501+)

4.0–25.6 ქულით „ქუთაისის უნივერსიტეტი “1501+ პოზიციაზეა მეოთხე კატეგორიაში და საქართველოს მასშტაბით მეოთხე ადგილს იკავებს. SDG4-ის მიზანია უსაფრთხო, ინკლუზიური და პოზიტიური გარემოს შექმნა განათლებაში და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა ყველასთვის.

SDG 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა / Decent Work and Economic Growth (801-1000)

30.7-43.0 ქულით „ქუთაისის უნივერსიტეტი“ 801-1000 პოზიციაზეა მერვე კატეგორიაში. SDG 8-ის მიზანია პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ფორმირება არსებით ეკონომიკურ ზრდაში.

SDG 5: გენდერული თანასწორობა / Gender Equality (1001+)

2.2–35.2 ქულით ქუთაისის უნივერსიტეტი 1001+ პოზიციაზეა მეხუთე კატეგორიაში. SDG5-ის მიზანია ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრული მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების ყველა დონეზე ლიდერობისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

SDG 16: მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები / Peace, Justice and Strong Institutions (1001+)

2.2–35.2 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი “1001+ პოზიციაზეა მეთექვსმეტე კატეგორიაში.  SDG 16-ის მიზანია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე.

SDG 17: გლობალური თანამშრომლობა / Partnerships for the Goals (1501+)

1.7–36.8 ქულით „ქუთაისის უნივერსიტეტი “1501+ პოზიციაზეა მეჩვიდმეტე კატეგორიაში. SDG 17-ის მიზანია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც მხარს უჭერს მდგრად განვითარებას სხვადასხვა სექტორში.


ბოლო სიახლეები