ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად, სტუდენტური ინიციატივების კონკურსი გამოაცხადა.
საკონკურსო კომისიამ მიღებული განაცხადები განიხილა და გამარჯვებული გამოავლინა.
დაფინანსებული პროექტის ავტორები მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი სტუდენტები არიან.
დაფინანსებული პროექტი: Anti-Smoking Initiative
პროექტის ავტორები: პრაკაშ კატიკერაჯულა, ტეჯესჰვინი ტალასანი, ირენე აგნუს ედვინ, დიკშა დიკშა
პროექტის მიზანი: ცნობიერების ამაღლება თამბაქოს ნეგატიური გავლენის შესახებ და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2024-2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი.