12 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარდგენის წესები და პროცედურები" გაიმართა.
საჯარო ლექციას ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე საქართველო რუსეთის წინაამღდეგ, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის საერთაშორისო კონსულტანტი - ლევან მესხორაძე უძღვებოდა.
საჯარო ლექცია სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა სოფიო ყუბანეიშვილმა გახსნა.
საჯარო ლექციას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები, მოწვეული სტუმრები და უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე დისკუსია გაიმართა.