ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტმა და სტამბულის გელისიმის უნივერსიტეტმა ერთობლივი ონლაინ ლექციათა სერია გამართა

ქუთაისის უნივერსიტეტმა და სტამბულის გელისიმის უნივერსიტეტმა ერთობლივი ონლაინ ლექციათა სერია გამართა

ქუთაისის უნივერსიტეტისა და სტამბულის გელისიმის უნივერსიტეტის ერთობლივი ონლაინ ლექციების სერია წარმატებით დასრუდლა.  2024 წლის 10 ივნისიდან 14 ივნისის პერიოდში ორივე უნივერსიტეტის 10 პროფესორი მედიცინის მიმართულებით ჯამში 10 ლექციას გაუძღვა. ლექციებს 80 სტუდენტი ესწრებოდა. 

ლექციების სერია მოიცავდა სამედიცინო სფეროს შესაბამისი თემების ფართო სპექტრს:

• როგორ ვიმუშაოთ ლაბორატორიაში,

• ბიოფსიქოსოციალური მიდგომა სტრესის მართვის მიმართ: მექანიზმის გაგება და მდგრადობის გაზრდა 

• კლინიკური კვლევები: კარგი კლინიკური პრაქტიკა 

• ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა ჯანდაცვის სფეროში 

• ინსულტის მართვის თანამედროვე მეთოდები 

• ნეიროანატომია 

• კლინიკური კომუნიკაცია

• პოსტტრამვული სტრესული აშლილობა: დიაგნოსტიკა და მკურნალობა 

• დიაბეტი, მე2 ტიპი - იცოდე შენი რისკი, იცოდე შენი პასუხი 

• დაბერების სამყარო და მულტიდისციპლინური ჯანდაცვის ინტერვენციები გერონტოლოგიური მიდგომით

სტუდენტებს გადაეცათ დასწრების სერტიფიკატები, ხოლო ლექტორები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

აღნიშნული ერთობლივი ინიციატივა ეხმიანება ქუთაისის უნივერსიტეტის მისიას უზრუნველჰყოს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო გამოცდილება და ხელი შეუწყოს საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობას. ღონისძიებამ უზრუნველყო ცოდნის გაცვლისა და პროფესიული განვითარების შესანიშნავი პლატფორმა ყველა მონაწილისთვის.

 


ბოლო სიახლეები