20 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტში რეგიონების ევროპული კომიტეტის წევრი, ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, დოლნი სტუდენკის მუნიციპალიტეტის მერი და LAG (Local Action Group) Šumperský venkov-ის თავმჯდომარე, პროფესორი რადიმ სრშენი სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.
ქუთაისს იგი 20-21 ივნისის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ეწვევა.
ჩეხეთის საელჩოსთან ერთად საქართველოში სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, რადიმ სრშენი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
შეხვედრას ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა და განვითარების თანამშრომლობის კოორდინატორი თეონა რობაქიძე დაესწრებიან.
დრო: 17 საათი
ადგილმდებარეობა: ქუთაისის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი.