2024 წლის 11-17 ივნისის პერიოდში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების თანაორგანიზებით "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2024" გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისათვის სხვადასხვა თემაზე სამუშაო შეხვედრები და სემინარები გაიმართა, რომლებსაც ქუთაისის უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი უძღვებოდა. სტუდენტებისთვის გაიმართა ფილმის ჩვენება და კვირეულის დასკვნით დღეს, ფაკულტეტების ორგანიზებით, მოეწყო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობდნენ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის, სამართლისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები.
კვირეულის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, მათთვის სამეცნიერო სტატიისა და კვლევითი პროექტების მომზადების გაცნობა, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა იყო.
კვირეულის ყველა მონაწილე სტუდენტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.