14 ივნისს, ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით რიგით მესამე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მიზანია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავება და აუდიტორიასთან მუშაობის სპეციფიკის დაუფლება.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა დარგში არსებული გამოწვევები და მიღწევები წარმოადგინეს.
სტუდენტთა მიერ ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომი: „Prevalence trends of Acquired Immunodeficiency Syndrome(AIDS) globally“; “Monoclonal Antibodies-The Magic bullets”; “The link between Iron Deficiency and Hypothyroidism - Systematic review”.
ნაშრომის ავტორები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
სტუდენტთა ნაშრომებზე დაყრდნობით აბსტრაქტთა კრებული დაიბეჭდა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.