ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

შიდა მობილობა ქუთაისის უნივერსიტეტში - ვადები და ვაკანტური ადგილების რაოდენობა

შიდა მობილობა ქუთაისის უნივერსიტეტში - ვადები და ვაკანტური ადგილების რაოდენობა

ქუთაისის უნივერსიტეტში 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა იწყება.

სტუდენტთა განცხადებების მიღება იწარმოებს 12-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო კრედიტების აღიარება მოხდება არაუგვიანეს 19 სექტემბრისა.

გთავაზობთ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტურ ადგილებს:

- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი I, III, V, VII სემესტრებისთვის;
- ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი I, III, V, VII სემესტრებისთვის;
- ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი I, III, V, VII სემესტრებისთვის;
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი I და III სემესტრებისთვის.

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე, შიდა მობილობით სარგებლობა შეუძლია სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგნად ჩაბარებული აქვს მათემატიკა.

მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
- ტელეფონი: +995 (431) 23 79 79
- ელფოსტა: [email protected]


ბოლო სიახლეები