ქუთაისის უნივერსიტეტისა და ალბერტა კოლეჯის (ლატვია) ერთობლივი ერაზმუს+ KA-171 პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. განაცხადი 93 ქულით შეფასდა და სრულად დამტკიცდა ბიუჯეტის გეგმა.
პროექტი, რომელიც დაიწყება 2024-2025 სასწავლო წლიდან, შესაძლებელს გახდის 8 თანამშრომლის გაცვლას ქუთაისის უნივერსიტეტსა და ალბერტა შორის, რაც მოიცავს 4 გამავალ და 4 შემომავალ მობილობას.
ეს ინიციატივა წარმოადგენს პერსონალის პროფესიული ზრდის, ცოდნის გაცვლისა და ორ ინსტიტუტს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობას.