ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ, სადაც მათ ხუთი დაუვიწყარი დღე ელოდებათ.
ბანაკის პროგრამა მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს, რომელთა მიზანია სტუდენტების საკვანძო კომპეტენციების განვითარება.
ბანაკის განმავლობაში, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო სემინარებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტელექტუალურ ზრდასა და ცოდნის გაფართოებას.
ასევე დაგეგმილია რეკრეაციული ღონისძიებები, რაც სტუდენტებს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მისცემს.