ქუთაისის უნივერსიტეტსა და "ხაენის უნივერსიტეტს“ (ესპანეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ხაენის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1993 წელს, არის საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. მისი მიზანია უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა და აღზარდოს კრიტიკულად მოაზროვნე, პროფესიონალი მოქალაქეები.
ხაენის უნივერსიტეტში განთავსებულია თერთმეტი სასწავლო ცენტრი და ექვსი კვლევითი ცენტრი.