2024 წლის 16-17 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტს C.D.A. კოლეჯის (კვიპროსი) დოქტორი ამვროსიოს პროდრომუ ეწვია.
ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ ლექციებს შემდეგ თემებზე: „ბიზნესის მდგრადი განვითარება“, "მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიული განვითარების პრინციპები“, "ტურიზმი და პოლიტიკა“.
დოქტორმა ამვროსიოს პროდრომუმ სტუდენტებს გაუზიარა ფართო თეორიული და პრაქტიკულ ცოდნა. ლექციების თემატიკამ სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია, მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ უკეთ გაუმკლავდნენ თანამედროვე გამოწვევებს ბიზნესსფეროში.
საერთაშორისო თანამშრომლობის მსგავსი პლატფორმები ხაზს უსვამს ქუთაისის უნივერსიტეტის ერთგულებას განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლების მიმართ.