ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით,  ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო  პროგრამის „დიპლომირებული მედიკოსი“ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით,  ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო  პროგრამის „დიპლომირებული მედიკოსი“ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით,  ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო  პროგრამის „დიპლომირებული მედიკოსი“ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

 შეხვედრა ფაკულტეტის დეკანმა, თამარ პერტაიამ გახსნა და სტუდენტებს ახალი აკადემიური წლის დაწყება მიულოცა, რომლის შემდეგ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ წესებსა და ახალ რეგულაციებზე ისაუბრეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის, თინათინ გოგნაძის მხრიდან პროგრამის სტრუქტურის, სასწავლო გეგმისა და იმ ცვლილებების გაცნობას, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა „დიპლომირებული მედიკოსი“ პროგრამაში.

შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის, ასევე საგამოცდო ცენტრისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები. მათ სამსახურების შინაგანაწესზე, მოვალეობებზე, მიმდინარე აკადემიურ წელს განსახორციელებელ სტუდენტურ პროექტებსა და  აქტივობებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ ინფორმაცია ფაკულტეტთან დაკავშირებულ საკითხებზე.


ბოლო სიახლეები