ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში პირველადი სამედიცინო დახმარების ვორქშოპი ჩატარდა

ქუთაისის უნივერსიტეტში პირველადი სამედიცინო დახმარების ვორქშოპი ჩატარდა

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის  ფაკულტეტის სტუდენტთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ვორქშოპი ჩატარდა. 

ვორქშოპს ამავე ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი, თორნიკე ბაძგარაძე გაუძღვა.

ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ფლობდეს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, რათა დროულად შეძლოს გადაუდებელ სიტუაციაში დახმარების აღმოჩენა.

ვორქშოპზე სტუდენტებს საშუალება ქონდათ მულაჟების დახმარებით გაეარათ პრაქტიკული სწავლება, რაც მოიცავდა გულ-ფილტვის რეანიმაციას, მოტეხილობის, დამწვრობისა და გონების დაკარგვის შემთხვევებში ტრავმირებული პაციენტის პირველად მართვას.