ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის ხელმძღვანელმა თინათინ მეფარიშვილმა, სტუდენტებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ. ისაუბრა სასწავლო პროცესის, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების, შიდა საუნივერსიტეტო ბაზის ფუნქციონირებასა და მის მნიშვნელობაზე.
აღნიშნული პლატფორმის საშუალებით უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ეფექტიანი და სწრაფი კომუნიკაცია სტუდენტებთან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სტუდენტების აქტიური ჩართულობით წარიმართა.