2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა მემორანდუმი ქუთაისის უნივერსიტეტსა და შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Geo Capital“-ს შორის.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა შორის გრძელვადიან ურთიერთობას, რომლის თანახმადაც ,,ჯეოკაპიტალი“ ჩაატარებს ლექციებს როგორც საკუთარი მსმენელებისათვის, ასევე ლექციების ცალკეულ კურსს სპეციალურად უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ადმინისტრაციისათვის. ამავდროულად ერთთთვიან სტაჟირებაზე მიიღებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დასახელებულ ათ საუკეთესო სტუდენტს.