24 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა ქუთაისის უნივერსიტეტში. კიდევ უფრო გალამაზებული და განახლებული გარემო საზეიმო განწყობას სასიამოვნო ლაიტმოტივად გაჰყვა მთელი დღის განმავლობაში.
უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა- ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა, დეკანმა- კახაბერ გაბელაშვილმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.
უნივერსიტეტის რექტორმა მოპოვებული გრანტის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პირველკურსელებს:
ნათია კვირიკაშვილს (100%), ნინო ჯაშს(70%), თეონა ჯანელიძეს (30%).
ახალი სასწავლო წელი დამსახურებული საჩუქრებით დაიწყეს წარჩინებულმა,აქტიურმა და მთელი უნივერსიტეტის მაშტაბით ყველაზე მაღალი რეინტიგის მქონე სტუდენტებმა.მათ დაენიშნათ სტიპენტიები და მიიღეს 20%-იანი ფასდაკლება 2012-2013 სასწავლო წლის სწავლების გადასახადზე.
ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს.
შემდგომ ამისა პირველკურსელებმა სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მათ ჩაუტარდათ პრეზენტაცია ქუთაისის უნივერსიტეტის შესახებ და გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები: მაისურები, უნივერსიტეტის კატალოგი და უნივერსიტეტის გაზეთი.
{Gallery dir='news/24-09-2012'}