19 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების IV და მაგისტრატურის II კურსის სტუდენტებისათვის მოეწყო შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ფინკას“ წარმომადგენლებთან, რომლებმაც სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ, გააცნეს მათი პირობები და ძირითადი მოთხოვნები. მომხსენებლებმა სტუდენტებს წარუდგინეს უფასო სტაჟირების ათკვირიანი პროგრამა, როგორც იმერეთის რეგიონის ასევე აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა სერვის ცენტრებში .
აუდიტორიას თავის მხრივ გაუჩნდა შეკითხვები ორგანიზაციის წარმომადგენლების მიმართ, რომლებზეც მათ ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები მიიღეს. აღნიშნული შემოთავაზება საინტერესო და მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.
აღსანიშნავია რომ ქუთაისის უნივერსიტეტის სიამაყე მისი წარმატებული კურსდამთავრებულებია. სტუდენტებისათვის სამსახურის მოძიებაში ხელშეწყობა და კარიერულ წინსვლაში დახმარება უნივერსიტეტის მიზანია.
{Gallery dir='news/19-10-2012'}